понедельник, 22 ноября 2010 г.

"ქალი ვიცი მე კუხნაში"

ჩემი პირველი თემა საკმაოდ აქტუალურია არა მარტო ჩემ სამეგობროში,არამედ, მგონი, მთელ საქართველოშიც კი, განსაკუთრებით ბათუმში. ოდითგანვე რომ კაი გვარიშვილობასა და ქონების ქონა-არქონას აქცევდნენ ყურადღებას. ნუ, ეგ ახლა ახალი არავისთვისაა. სად მუშაობდა გოგოს მამა, რა მანქანა ყავდა, რა „მზითვის“ პატრონი იყო და ა.შ
ამ ბოლო დროს კი განათლებაზეც ჩამოაგდეს ლაპარაკი, ე.წ.  „სადედამთილოებმა“ , „ჩემს რძალს გენაცვალე სადოხტურო აქ დამთავრებული“, „აბა ჩემი რძალი მასტავლებელია სკოლაში“. მაგრამ თუ მაინც დედამთილს „უსწავლელი“ რძალი შეუვა ოჯახში,მეზობლებსა და სანათესაოში ამ „ნაკლის“ დასაფარად რძლის სხვა ღირსებებზე იწყებს ლაპარაკს „ჩემი რძალი ტორტებს აცხობს, იმნაერს რას შეჭამ მეორეს“... ასეთი დიალოგი არაერთხელ მომისმენია ე.წ დედამთილებისაგან. კაი რო ყველას  მისთვის უნდა ეგ უდავოა, მაგრამ ამ „კაის“ მნიშვნელობა, განსაკუთრებით ბათუმში, მაინც უცნაურად ესმით.
დედამთილი , დედამთილი თქო რო დავიწყე, ლაპარაკი ამ თემის  იდეა დედამთილების გალანძღვა სულაც არ ყოფილა,(კაი დედამთილებიც ხო არსებობენ ?!) უბრალოდ ყველანი ოჯახებიდან მოვდივართ და...(ეს ფრაზა სადღაც წავიკითხე) ხოოოდა, ალბათ, საქმროებისა და ქმრების პოზიცია ქალისა და სამზარეულოს მეგობრობისა მაინც აღზრდიდან და ზოგადად საურთიერთობო წრიდან გამომდინარეობს. ნუ, ახლა შეყვარებულობის პერიოდში ყველა ბიჭი იდეალურია, განსაკუთრებით რჩეულის დაქალებთან, გოგოებისთვის დაქალების აზრს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს ალბათ, არცერთი ბიჭისათვის არ არის უცხო, აი ნიშნობიდან ცოტათი იცვლება სიტუაცია,“რა გინდა ეხლა შენ დაქალებთან?დანიშნული ქალი ზემოთ-ქვემოთ არ უნდა დაყიალობდეს ხალხის სალაპარაკოდ“, აი ქორწინების მერე კი....“გათხოვილი ქალი უნდა იჯდეს სახლში! რას იტყვის დედაჩემი სად დადის ეს ჩემი რძალიო?არ მაინტერესებს მე შენი დაქალები, დაჯექი და საჭმელის გაკეთება ისწავლე ის გირჩევნია, არ მჭირდება მე უსაქმური ცოლი“. იშვიათია,მაგრამ თუ ცოლი შეეწინააღმდეგა,იქ ამბავი ატყდებააააა, ისევ ტაფები ხეხოს საწყალმა რძალმა ის ურჩევნია J არ ვიცი ამ თემით გაგაბრაზეთ თუ საკუთარი თავის ამოცნობაში დაგეხმარეთ,მაგრამ როგორც „ნამდვილი ცოლის მოყვარული ქართველი კაცი“ იტყოდა; „ქალი ვიცი მე კუხნაში“!