суббота, 29 января 2011 г.

მეც მაპატიეთ....


თემა, რომელიც ავირჩიე, ხშირად მაფიქრებს და გულსაც მტკენს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პატიებასა და შენდობაზე მინდა დავწერო...გქონიათ ისეთი  მომენტები, როცა ვიღაცისთის გული გიტკენიათ? თან ძალიან გიტკენიათმერე მოგინანიებიათ, მაგრამ გვიანი ყოფილა, ან საერთოდ არ მოგინანიებიათ...მიგაჩნიათ, რომ თქვენ მართალი ხართ და საპატიებელიც არაფერი გჭირთ....<გიფიქრიათ, რომ ვიღაცისთის ცრემლების საბაბი გამხდარხართ? ცუდი განწყობის, ან რამდენიმე თვიანი დეპრესიის?
ხანდახან როცა წარმოვიდგენ ხოლმე, რომ აუტანლად ვიქცევი და საყვარელ ადამიანებს გულს ვტკენ, ვიკეტები ჩემს ოთახში და ვტირი ხოლმე, თუმცა, რატომღაც ყოველთვის არ მყოფნის იმის ნებისყოფა რომ ბოდიში მოვიხადო. არ ვიცი სიამაყის ბრალია თუ ბოლომდე ვერ ვითავისებ საკუთარ დანაშაულს....
ძირითადად მშობლებთან ვერ ვიხდი ხოლმე ბოდიშს, არადა ხშირად მინდა ვუთხრა, რომ მიყვარს და ბოდიშის მოხდაც ძალიან ხშირად მინდება, თუმცა, თითქმის არასოდეს გამომდის...
ვიცი რომ ფეთქებადი ხასიათ მაქვს და ზოგჯერ უაზროდ ბევრს ვწუწუნებისიც ვიცი ეხლა ცოტათი ნასვამი რომ ვარ და იმიტომ გავხდი ასეთ სენტიმენტალური, იქნებ ხვალ საკუთარ თავს სულელიც კი ვუწოდო ამ პოსტის გამო....
ჩემო საყვარელო ადამიანებო, ვიცი რომ ძალიან გიყვარვართ და გთხოვთ.... მეც მაპატიეთ....