среда, 29 декабря 2010 г.

ისინი აუცილებლად ბრუნდებიან....

(ფსიქოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით)
ეს უბრალოდ მამაკაცის ნატურააა, დანახვა, მოწონება, შემდეგ უკვე შენთვის თავის მოწონება, შეხვედრები, კონტაქტი ინტერნეტ სივრცეში, შემდეგ სიყვარული, შემდეგ მოსაბეზრებელი ჩხუბები,გაუფერულებული ურთიერთობა და დაშორება...რას აკეთებს ამ დროს თითოეული მათგანი? გოგო: ტირის, მიიჩნევს რო ყველაზე უშნო და სულელია,რადგან მიატოვეს, იწყებს დეპრესიის უკიდეგანო სივრცეში გადავარდნას, კითხულობს მის წერილებს, ათვალიერებს ფოტოებს და ცხოვრობს მოგონებით, ზოგჯერ ურეკავს, თხოვს პატიებას, თუნდაც არ იყოს დამნაშავე, ცდილობს ნახოს, ნებისმიერ მიზეზს ეძებს მასთან საკონტაქტოდ, აწყობს  უცაბედ შეხვედრებს  ფრაზებით, „უი შენ აქ რა გინდა“, იმის გათვალისწინებით, რო ის ბიჭი იქ ყოველდღე დადის ხოლმე, ის იქ უბრალოდ მუშაობს ან სწავლობს..ცდილობს ჩაიცვას საყვარელი ადამიანის მიერ მოწონებული ტანსაცმელი და გააკეთოს ყველაფერი ისე,როგორც იმ ბიჭს მოსწონს...და რაც მთავარია, დღე და ღამე საუბრობს თავის გულისწორზე,ყვება ათასჯერ მოყოლილ ისტორიებს, რომელიც უკვე ყველამ ზეპირად იცის, და რა თქმა უნდა არასოდეს ადანაშაულებს მას...
და რას აკეთებს ამ დროს ბიჭი?
თავიდან ისიც განიცდის, ეწევა იმაზე ცოტათი მეტს ვიდრე ოდესმე, სვამს,  „იგრუზება“, უნდა რომ დაურეკოს,მაგრამ არ დაურეკავს, მერე თავს იმშვიდებს ,რომ დაავიწყდება, ქვეყანაზე ხომ ამდენი ლამაზი ქალია, იმაზე უკეთესებიც კი,ვიდრე თავისი გოგო იყო Jარც ისე ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვეტს, რომ არ ღირს ამ გოგოს გამო თავის მოკვლა და მშვიდდება იმ იმედით, რომ ერთ კაცზე 5 ქალი მოდის J ამიტომაც ვიდრე საბოლოოდ დაივიწყებს, ჯერ სამაგიეროს გადაუხდის ფოტოებით (სადაც ის სხვა გოგოებთან ერთადაა და თუ ძალიან დააკვირდები, საკმაოდ კმაყოფილი და ბედნიერიც კი გამოიყურება...) ხო, შემდეგ კი მეტი თავდაჯერებულობისათვის ყოფილ შეყვარებულს სხვა გოგოსთან ერთად დაენახება, ამით კი ურთიერთობას ამთავრებს... ესეც ასე, სამაგიერო გადახდილია ,ეხლა მან იკითხოს...
და რას აკეთებს გოგო? იწყებს ტირილს, იკეტება სახლში, მეგობრებს უებნება, რომ ყველაზე უბედურია და განაგრძნობს თვითგვემას...
გადის დრო....ფიქრებში კვლავ მასთანაა, თუმცა ხვდება,რომ არ შეიძლება ესე გაგრძელება და ცდილობს რაღაც შეცვალოს საკუთარ თავში...ნელ-ნელა დეპრესიასაც ემშვიდობება (1 წლის მერე, იქნებ ცოტა მეტიც ან ნაკლებიც), იწყებს ახალ საქმეს და ხედავს, რომ თურმე არც ისე უშნო და შეუხედავი ყოფილა, როგორც მას ეგონა (ის ხომ დაშორებას თავის შეუხედავობასა და უტვინობას აბრალებდა) შემდეგ სწავლასა და სამსახურში წარმატებული საქმის შემდეგ რწმუნდება,რომ თურმე არც ისე სულელი ყოფილა, ხედავს, რომ უამრავი ბიჭი უყურებს და ხვდება რომ ფლირტის სურვილი უჩნდება, გაპრანჭვის, თავის მოწონების,...მერე კი ისეთს შეხვდება, როგორსაც მთელი ცხოვრება ელოდა,  ის ყველაფერს უსრულებს, იდეალურად ექცევა, გოგოც გრძნობს რომ ნამდვილი ქალია, დედოფალი... მას შემდეგ, რაც ეს გოგო თავს ბედნიერად გრძნობს, უფრო მეტადაც კი ვიდრე ადრე იყო, კულმინაციური მომენტი დგება...ის ბრუნდება...რა მნიშვნელობა აქვს საიდან, ან როგორ? ან რამდენი ხნის მერე? ის ბრუნდება, აუცილებლად ბრუნდება....გოგონა კი იბნევა...ახსენდება ის დრო როცა მასთან იყო, ახსენდება პირველი კოცნა, პირველი მიყვარხარ, ჩახუტება და ალერსი, სასაცილო მომენტები, თავგადასავლები, რაც კი ერთად გადახდენიათ, თუმცა ის უკვე სხვასთანაა, იბნევა და არ იცის როგორ მოიქცეს, რა იღონოს, დაკარგოს ის, ვინც მისთვის ყველაფერს აკეთებს და ჭეშმარიტ სიყვარულს სთავაზობს სრულიად უსასყიდლოს,მხოლოდ გრძნობებზე ორიენტირებულს....თუ გაყვეს იმ პირველს და ყველაფერი თავიდან დაიწყოს...იბნევა და ხვდება ან იგივე მდინარეში უნდა გასცუროს ან ბედნიერებით დატკბეს....
მემგონი ყველა მეორე გოგო ზემოთ მოყვანილ პრობლემის წინაშე ერთხელ მაინც დამდგარა, დგება  მომენტები, როცა არ ვიცით რა გავაკეთოთ, იგივე მდინარეში გავცუროთ თუ ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყოთ? დანამდვილებით ვერ გეტყვით რომელი უკეთესია, ის რაც ერთხელ მოხდა ადვილი დასაშვებია მეორეჯერაც განმეორდეს, ამიტომაც  მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისას მხოლოდ საკუთარ გულს მოუსმინეთ, დამიჯერეთ ის არასოდეს მოგატყუებთ....

2 комментария:

  1. ხო მაგრამ გულით ნაფიქრალს ბედნიერება მოაქვს, ნუ შეილება ხანგრძლივი არა, მაგრამ... :)

    ОтветитьУдалить